ცხოველების ჯანმრთელობა – ერთ ადგილას

ვაქცინაცია, ვეტ-ვიზიტები, კლინიკებთან ჯავშანი და ყოველდღიური მოვლა. დაიწყეთ თქვენი ცხოველის ისტორიის შენახვა და მიიღეთ შეხსენებები.

რას გთავაზობთ

Petra აერთიანებს ცხოველის ჯანმრთელობის მართვას, ვეტერინარულ კლინიკებთან ურთიერთობას და საზოგადოებას – ყველაფერი ერთ აპში.

  • ცხოველების პროფილები

    დაამატეთ ძაღლი, კატა ან სხვა სახეობა. შეინახეთ წონა, ვაქცინაცია, ვიზიტები და სიმპტომები.

  • ვაქცინაცია და შეხსენებები

    ჩაწერეთ ცოფისა და სხვა ვაქცინების თარიღები. მიიღეთ შეხსენება ვადის მიხედვით.

  • კლინიკები და ჯავშანი

    აირჩიეთ კლინიკა, დააჯავშნეთ ვიზიტი ან მიიღეთ დადასტურება. კლინიკა ხედავს მოთხოვნებს და კალენდარს.

  • ეზო და საზოგადოება

    დაკარგული/ნაპოვნი ცხოველები, ისტორიები და სასარგებლო ინფო – ერთი ფიდი.

  • მოვლა და სასეირო

    იპოვეთ გამსეირნებელი ან სითერი, გაგზავნეთ მოთხოვნა (გასეირნება, სახლში დატოვება ან მის სახლში), ჩატი და გადახდა – ყველაფერი აპში.

  • შეტყობინებები

    ვაქცინის ვადა, წამლის დასრულება და 15 წუთით ადრე ვიზიტის შეხსენება – ყველაფერი push-ით.

მფლობელებისთვის

ერთ აპში: ცხოველის ისტორია, ვეტკლინიკებთან ჯავშანი და საზოგადოება.

  • შექმენით ცხოველის პროფილი (სახელი, სახეობა, ჯიში, წონა)
  • ჩაწერეთ ვაქცინაციები და მიიღეთ შეხსენება ვადის მიხედვით
  • დააჯავშნეთ ვიზიტი კლინიკაში – თარიღი და დრო, კლინიკა ადასტურებს ან სთავაზობს ახალ დროს
  • იხილეთ ვეტ-ვიზიტების ისტორია, წონის გრაფიკი და სიმპტომები
  • დააკავშირეთ კლინიკა QR-ით – კლინიკა დაამატებს ვიზიტს/ვაქცინას ცხოველზე

კლინიკებისთვის

პროფილი, ჯავშნების მართვა და დაკავშირებული ცხოველების ისტორია – ყველაფერი ერთ პანელში.

  • შექმენით კლინიკის პროფილი (სახელი, მისამართი, საათები, სერვისები)
  • QR კოდი – მომხმარებელი სკანირებს და ცხოველი იკავშირება კლინიკასთან
  • მიიღეთ ჯავშნის მოთხოვნები, დაადასტურეთ ან შესთავაზეთ ახალი დრო
  • კალენდარი და ვიზიტების სია – დღე/კვირა, სტატუსი, მფლობელი და ტელეფონი
  • დაკავშირებული ცხოველის „კარდი“ – ვაქცინაცია, ვიზიტები, წონა, სიმპტომები
  • შეტყობინებების გაგზავნა დაკავშირებულ მფლობელებზე (push)

მოვლა და გასეირნება

იპოვეთ სანდო გამსეირნებელი ან სითერი, დააჯავშნეთ მომსახურება და დარწმუნდით, რომ ცხოველი უსაფრთხო ხელებშია.

მფლობელებისთვის

  • იხილეთ გამსეირნებლების და სითერების პროფილები – ქალაქის მიხედვით ან „ჩემთან ახლოს“
  • სამი ტიპის მომსახურება: გასეირნება, სახლში დატოვება (sitting), ცხოველის მიღება გამსეირნებლის სახლში
  • გაგზავნეთ მოთხოვნა – აირჩიეთ ცხოველი, მომსახურების ტიპი, თარიღი და დრო, სურვილისამებრ ბიუჯეტი და შენიშვნა
  • ჩატი გამსეირნებელთან – დაზუსტება, დეტალები, კოორდინაცია
  • გადახდა და დადასტურება აპიდან; მომსახურების შემდეგ – შეფასება (რეიტინგი და კომენტარი)

გამსეირნებლების / სითერებისთვის

  • შექმენით პროფილი: ფოტო, სახელი, ქალაქი, ბიო, გამოცდილების წლები და მომსახურებების ტიპები
  • დააყენეთ ფასები – საათში ან დღეში (₾)
  • პირადობის ვერიფიკაცია – Petra გუნდი ეტაპობრივად ადასტურებს პროფილებს, რაც ნდობას უმატებს მეპატრონეებს
  • მიიღეთ მოთხოვნები, დააშვით ან უარყოთ; დადასტურების შემდეგ – მონიშნეთ „დასრულებული“
  • ჩატი მეპატრონესთან, გადახდის მიღება და შეფასებების დაგროვება

დაიწყეთ უკვე

ჩამოტვირთეთ Petra iOS-ის ან Android-ისთვის – უფასოდ.

აპლიკაცია მუშაობს საქართველოში და მორგებულია ქართულ ენაზე.